ლიოვი: "პორტუგალიელები კრიშტიანოზე არიან დამიკიდებულნი"
იოაჰიმ ლიოვმა კრიშტიანო რონალდოზე და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
"რონალდო წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ყოველ მატჩში ორი-სამი გოლის გატანა მხოლოდ უდიდესი კლასის ფეხბურთელებს და ნამდვილ ლიდერებს შეუძლიათ. შვედეთის ნაკრებთან მატჩში მინდოდა, რომ რონალდო მე ვყოფილიყავი. პორტუგალიელებისთვის კი კრიშტიანოს სტადიონზე ყოფნა უმნიშვნელოვანესია."
გერმანელმა სპეციალისტმა Agency 'DPA'-სთან ინტერვიუში მადრიდელთა სუპერვარსკვლავი კომპლიმენტებით შეამკო და განაცხადა, რომ რონიზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მუდიალზე. ლიოვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანო ისეთივე შედეგს აჩვენებს, როგორიც ეს შვედეთის ეროვნული ნაკრებთან მატჩში იყო.
- 16 მაი 2014
- 2 658
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.