თუ ანჩელოტი ჩ/ლიგას ვერ მოიგებს...
იტალიელები ფიქრობენ, რომ ანჩელოტის მომავალი ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა დამოკიდებული.
ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, თუ კარლიტო „ლა დესიმას“ ვერ მოუტანს მადრიდელებს, პერესი მყისვე მიიღებს მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რამეთუ პრეზიდენტი არავის აპატიებს ნანატრი ფინალის დათმობას.
თავის მხრივ, თუ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა, ანჩელოტის საკუთარ რიგებში დაბრუნებისათვის ყველაფერს გააკეთებს „მილანი,“ სადაც ზეედორფის მუშაობით აშკარად ვერ იქნებიან კმაყოფილნი და ამასთანავე ფიქრობენ, რომ ინძაგიც ძალიან ახალგაზრდაა მთავარი მწვრთნელობისათვის.
აღსანიშნავია, რომ თავად კარლოს გეგმებში კლუბის გამოცვლა არ შედის, თუმცა ვინ იცის, რა ხასიათზე იქნება დონ პერესი, თუ მადრიდელებმა მეათე ვერ იზეიმეს?
AS
- 16 მაი 2014
- 4 883
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.