"რეალის" ფან-ზონა ლისაბონში
"რეალმა" სრული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, თუ სად განლაგდებიან მადრიდისტები ფინალის დროს.
ლისაბონში ჩასული მადრიდისტები, როსიოსა და რესტაურადორეშის მოედნებს დაიკავებენ, რომლებიც 6,7 კილომეტრით არიან დაშორებულნი "და ლუშისგან," რაც შეეხებათ გულშემატკივართა იმ კატეგორიას, რომლებიც საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით ჩავლენ პორტუგალიის დედაქალაქში ფინალის სანახავად, მათთვის სპეციალური საპარკინგო ადგილები იქნება გამოყოფილი.
თავად სტადიონზე, "ბლანკოსის" ფანები, სამხრეთით განლაგებული ტრიბუნის პირველ და მესამე სართულებს გამოიყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონის მუნიციპალიტეტი ნაკლებად იღებს მონაწილეობას ფინალისთვის მზადებაში, ქალაქის სამართველოს წევრები პირდებიან ქომაგებს, ფან-ზონების გარდა, ქალაქში იქნება დამონტაჟებული გიგანტური ზომის ეკრანი, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება მატჩისათვის თვალ-ყურის მიდევნება.
მადრიდული კლუბების ფან-ზონებიდან ცოტა მოშორებით, კერძოდ კი კომერსიოს მოედანზე, გაიმართება "ჩემპიონთა ლიგის" ფესტივალი, სადაც მსურველებს ევროპული ტურნირის ისტორიის გაცნობისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
წყარო: realmadrid.ru
- 15 მაი 2014
- 2 187
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.