გარეთ ბეილი რონალდუს და მოდრიჩს დიდ მადლობას უხდის
სამეფო კლუბის უელსელმა შემტევმა, გარეთ ბეილმა ჟურნალისტებს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა...
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მადრიდში გადმოვედი და საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთში მოვსინჯე. ვფიქრობ, პირველი სეზონი ნაყოფიერი გამოდგა, ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მადრიდელი ინჩასების სიყვარული მომეპოვებინა."
"როდესაც სტატისტიკას ვუყურებ ვთვლი, რომ პროდუქტიულად ვითამაშე, ეს ყველაფერი კი იმედს მაძლევს, უკვე სრულად ადაპტირებული ვარ და მომდევნო სეზონში შედეგების გაუმჯობესებას ვგეგმავ."
"ესპანეთის დედაქალაქში გადმოსვლაში ლუკა მოდრიჩმა დამარწმუნა, მას აქ თამაშის გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა. ჩვენ მანამდე ტოტენჰემის ღირსებას 5 წლის მანძილზე ვიცავდით და ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთოვა გვაკავშირებდა, ხორვატი ჩემი მეგობარია და რჩევა მომცა, რომელსაც საბედნიეროდ დავუჯერე, დღეს კი სამეფო კლუბის ფეხბურთელი ვარ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს."
"დიდ მადლობას ვუხდი კრიშტიანო რონალდუს, რომელმაც საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა ჩემ ცხოვრებაში, ის ყოველდღიურად მეხმარებოდა გუნდთან და სათამაშო სტილთან ადაპტაციაში. ის, რომ ესპანეთის დედაქალაქში ძალიან ბედნიერი ვარ თითოეული თანაგუნდელის, განსაკუთრებით კი კრიშტიანოს და ლუკას დამსახურებაა. მე "რეალში" დარჩენას კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვაპირებ, რადგან აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს."
"ჩემი პირველი ნაბიჯები სამეფო კლუბში იყო საოცარი, ნამდვილად შოკში ვიყავი, როდესაც ვხედავდი რამდენი გულშემატკივარი დამხვდა აეროპორტში, შემდეგ იყო შესანიშნავი პრეზენტაცია და სეზონის დაძაბული დასაწყიში."
"ახალგაზრდა ვარ, თუმცა დიდი გამოცდილება დავაგროვე, მე ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად და გუნდის დასახმარებლად."
"ბარსელონას კარში გატანილმა გოლმა დიდი ძალა მომცა, მაშინ მართლაც დიდი სისწრაფე განვავითარე რის ხარჯზეც მეტოქე ჩამოვიტოვე და გადამწყვეტი გოლი გავიტანე, რამაც ჩემპიონი გაგვხადა."
"ატლეტიკოსთან პაექრობისთვის ინტენსიურად ვემზადებით და წარმატების იმედი გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ "ლა დესიმასთვის", ეს ჩვენი ოცნებაა, სამეფო კლუბმა ჩემპიონთა თასი კიდევ ერთხელ უნდა აღმართოს, ამის დრო ნამდვილად მოვიდა."
- 15 მაი 2014
- 7 291
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.