ხელიდან გაშვებული "პრიმერა" და მოპოვებული "ჩემპიონთა ლიგა"
"ვალენსიასთან", "ვალიადოლიდთან" და "სელტასთან" არადამაჯერებელი თამაშის გამო, მადრიდელებმა "ლა ლიგის" მოგების შანსი დაკარგეს.
თუ გადავხედავთ ისტორიას და გავიხსენებთ იმ წლების "პრიმერას", როდესაც "რეალმა" მოიპოვა "ჩემპიონთა ლიგის" მეშვიდე, მერვე და მეცხრე თასი, მაშინ მივხვდებით, რომ მიმდინარე სეზონის "ლა ლიგა" არც ისე საშინელია.
მეშვიდე თასი (1997/1998)
მადრიდელებმა "პრიმერას" მოგების ყველა იმედი დაკარგა. მე-9 ტურში გუნდი თავისივე სტადიონზე "ბარსელონასთან" დამარცხდა, ხოლო 28-ე ტურში "კამპ ნოუზე" ქულები დაკარგა. სწორედ ამ ტურში დაიწყო "რეალის" უკუსვლა: შემდეგი 4 თამაში 5-დან გუნდმა ფრე ითამაშა. ამსტერდამში ფინალის თამაშამდე ესპანელები ბოლო 2 ტურში "სარაგოსასა" და "ესპანიოლთან" დამარცხდნენ.
მერვე თასი (1999/2000)
ფინალი "ვალენსიას" წინააღმდეგ 24 მაისს უნდა შემდგარიყო. მადრიდელები უკანასკნელ ტურში "ვალიადოლიდთან" დამარცხდნენ და სეზონის ბოლოს მე-5 ადგილზე აღმოჩნდნენ. "პრიმერას" ბოლო ტურებში წარუმატებელი თამაშის გამო "რეალმა" ჩემპიონატის მოგების იმედი დაკარგა, იმ დროს, როცა ვალენსია მეორე ადგილს იკავებდა და იმდენივე ქულა ჰქონდა, რამდენიც "ბარსელონას". იმ წელს მადრიდელებმა ერთხელაც ვერ დაამარცხეს "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატში. მიმდინარე სეზონში, "რეალმა" ერთხელაც ვერ დაამარცხა "პრიმერაში" "ატლეტიკო", რომელსაც ის "ლიგის" ფინალში დაუპირისპირდება.
მეცხრე თასი (2001/2002)
"ჩემპიონთა ლიგის" მე-9 თასის მოგებამდე, მადრიდელებმა "ლა ლიგის" ბოლო 3 ტურში დაკარგეს ქულები. 35 ტურში "ვალენსია" პირველ ადგილზე იყო 66 ქულით, ხოლო "რეალი" სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩებოდა პირველადგილოსნებს. სწორედ იმ 3 წარუმატებელი თამაშის გამო "თეთრებმა" ჩემპიონატი "ვალენსიას" დაუთმეს.
წყარო: http://realmadrid.ru/
- 15 მაი 2014
- 2 971
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.