Fox Sport : "ბენზემა არსენალში, სუარესი და აგუერო რეალში"

ცნობილი ავსტრალიური გამოცემა FOX Sport-ის მიხედვით ფლორენტინო პერესს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის შეძენა სურს, რომლებიც შეტევას გააძლიერებენ...

საქმე ეხება ლუის სუარესსა და სერხიო აგუეროს, რომლებმაც წლევანდელი სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარეს. ურუგვაელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 31 გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, არგენტინელმა კი ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო.

კარლო ანჩელოტის წინა ხაზში კრიშტიანო რონალდუ, გარეთ ბეილი, ანხელ დი მარია, ბენზემა და კიდევ სხვა ფეხბურთელები ჰყავს თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხრიანის პოზიციაზე პროდუქტიულად მხოლოდ კარიმ ბენზემა ირჯება, რომლის არყოფნის შემთხვევაში წინა ხაზს ყოველთვის პრობლემა აქვს, ამიტომ გარკვეული კორექტივების შეტანა ურიგო ნამდვილად არ უნდა იყოს.

"ბლანკოსის" პრეზიდენტი ზაფხულში ინგლისის ჩემპიონატის დასასუსტებას შეეცდება, მას ჩემპიონატის ორი საუკეთესო შემტევის წაყვანა სურს ესპანეთის დედაქალაქში.

ჯერ-ჯერობით ფინანსურ დეტალებზე საუბარი არ არის, თუმცა ისმის კითხვა: "ბრწყინვალე დუეტის გადმოსვლის შემთხვევაში რა ეშველება კარიმ ბენზემსა?" ფრანგი ფეხბურთელის აშკარა პროგრესის მიუხედავად ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის არ არის არც სუარესის და არც აგუეროს დონის, აქედან გამომდინარე ამ ფეხბურთელების გამადრიდელების შემთხვევაში ფრანგს აბარგება მოუწევს, მისით კი არსენალია დაინტერესებული, არსენ ვენგერს მისი თანამემამულის მიმართ არაერთხელ გამოუჩენია ინტერესი.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, როგორც ჩანს ფლორენტინო გაჩერებას არ გეგმავს და კიდევ უფრო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

  • Hala
  • 15 მაი 2014
  • 18 988
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)