არგენტინელის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა

ანხელ დი მარია მიმდინარე "ჩემპიონთა ლიგაზე" კარლო ანჩელოტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად იქცა.

"ჩემპიონთა ლიგაზე" კარლო ანჩელოტის წარმატების ერთ-ერთი გასაღები ანხელ დი მარიაა. არგენტინელმა 12 მატჩიდან 10-ში მიიღო მონაწილეობა და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ გუნდი ლისაბონში გაემგზავრება ფინალის სათამაშოდ. ანხელმა "ლიგაზე" 3 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამჟამად საგოლე გადაცემების რაოდენობით ანხელ დი მარია უსწრებს ვან დერ ვილს, რუნისა და ოსკარს, რომელთა ანგარიშზეც 4 საგოლე გადაცემაა.

მადრიდელებმა "გალათასარაისთან" გამარჯვების შემდეგ დაიწყეს აღმასვლა. სწორედ ამ მატჩში შეძლო დი მარიამ 2 საგოლე გადაცემის გაკეთება ისკოსა და ბენზემაზე. "იუვენტუსისა" და "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ თამაშისას ანხელმა კვლავ წარმოაჩინა თავი და პორტუგალიელს გაატანინა გოლი. საბოლოოდ, მე-5 საგოლე გადაცემის გაკეთება არგენტინელმა "გალათასარაის" წინააღმდეგ მოახერხა და საგოლე გადაცემების რაოდენობით ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

წყარო: realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (181)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)