ვის გადაეცემა „ოქროს ბუცი?“
ევროპის საუკეთესო ბომბარდირობისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია.
როგორც იცით, ამ მომენტისათვის, „ოქროს ბუცზე“ რონალდუ და სუარესი აცხადებენ პრეტენზიას, რომელთაც 31-31 გოლი ერიცხებათ.ურუგვაელისათვის საკლუბო სეზონი უკვე დასრულებულია, ხოლო კრიშტიანუს კიდევ ერთი თამაში დარჩა აქტივში.თუ რონალდუ „ესპანიოლს“ მინიმუმ 1 გოლს შეუგდებს, ყოველგვარი საუბრების გარეშე დაეუფლება ოქროს, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ვერ გამოიჩენს თავს?
აღნიშნული პრიზის გადაცემას, „ევროპული სპორტული მედია“ (ESM) უზრუნველყოფს, სადაც კონკრეტული რეგულაციები არარსებობს, რა უნდა მოხდეს, როდესაც სეზონის ბოლოს, 2 თავდამსხმელი აგროვებს თანაბარი რაოდენობის ბურთებს.Marca-ს ინფორმაციით, ხსენებული ორგანიზაციის წევრები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან და ითათბირებენ მეტად საჭირბოროტო საკითხზე.
დიდი ალბათობით, უპირატესობა მიენიჭება ფორვარდს, რომელმაც უფრო ნაკლები თამაში მოანდომა 31 გოლის შეგდებას და ასეთ პირობებში, რონალდუს დაჯილდოვება გარდაუვალი იქნება, რამეთუ პორტუგალიელს 30 შეხვედრა დასჭირდა, ხოლო ლუისს 33.
ცნობისათვის გეტყვით, რომ ისტორიის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე რაოდენობის გოლები დაუგროვდათ თავდამსხმელებს.1990 წელს, სტოიჩკოვმა და უგო სანჩესმა გაიყვეს ოქრო, ხოლო 2005-ში ფორლანმა და ანრიმ.
AS, Marca
- 13 მაი 2014
- 11 271
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.