არბელოამ წარმატებები უსურვა თანაგუნდელებს
„ფურია როხას“ ბოლოდროინდელ ჩემპიონობებს, არბელოას გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა ამჯერად, მადრიდელი კანტერანოსი მუნდიალს მიღმა დარჩა და ამის მიზეზად, მცველის 2 თვიანი ტრავმა დასახელდა.
ბუნებრივია, დელ ბოსკეს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გახარებია ალვაროს, თუმცა მიუხედავად ამისა, „თვითერის“ საშუალებით წარმატებები უსურვა თანაგუნდელებს: „ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის.სამწუხაროდ, ჩემი დიდებული ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა ბიჭებს წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ ბრაზილიაში.იმედია, კიდევ ერთ ვარსკვლავს ჩამოიტანთ.“
შეგახსენებთ, რომ ევროპისა (2008, 2012) მსოფლიოს (2010) პირველობებზე, ალვარო არბელოა ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ირჯებოდა.
- 13 მაი 2014
- 4 412
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.