მალდინი : "ფინალში შანსებს 70%-30%-ზე შევაფასებდი"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო მალდინის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ერთი ფავორიტი ჰყავს და ეს მადრიდის "რეალი" გახლავთ, რომელმაც ფინალამდე შტამბეჭდავი დაპირისპირებები აჩვენა გულშემატკივარს...

"რეალი სულ სხვა დონის გუნდია, ამ კლუბს 2002 წლის შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ფინალში გასვლის საშუალება, თუმცა ვერ მოახერხა, რაც გულშემატკივრებს რა თქმა უნდა ძალიან აღიზიანებდა."

"კარლო ანჩელოტიმ მუშაობის პირველივე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა, ეს დიდი შედეგია."

"არაერთხელ განმიცხადებია, რომ ანჩე უდიდესი მწვრთნელია და ფეხბურთს მისი სახით უდიდესი სპეციალისტი ჰყავს, იტალიელი უბრალოდ გენიოსია, მან ბრწყინვალე იცის თუ რა სჭირდება გუნდს კონკრეტულ სიტუაციაში, ჩემი სიტყვები მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირებაში დამტკიცდა, როდესაც ესპანურმა გიგანტმა მოქმედი ჩემპიონი გუნდი მიწასთან გაასწორა."

"დიეგო სიმეონესადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ, "რეალი" ფინალში ფავორიტია, მას 70%-ს მივანიჭებდი, "როხიბლანკოს" კი მხოლოდ 30%-ს."

"ლისაბონში სანახაობრივი ფინალი იქნება, ამაში ეჭვი ნამდვილად არ შემაქვს, რადგან ერთმანეთს ესპანური გრანდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ძალიან უყვართ სწრაფი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში."

  • Hala
  • 13 მაი 2014
  • 15 433
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)