კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუს" დაუბრუნდა

2009 წლის 29 სექტემბერი კრისტიანო რონალდოსთვის ერთ–ერთი ყველაზე ცუდი დღეა საფეხბურთო კარიერაში. "მარსელის" მცველმა სულეიმან დიავარამ პორტუგალიელს მძიმე ტრავმა მიაღებინა ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

კრისტიანო ისევ დაუბრუნდა თანაგუნდელებს და მათთან ერთად ვარჯიშობს სრული დატვირთვით. "ბერნაბეუ" მისი დაბრუნების მოლოდინშია, რათა კიდევ ერთხელ შეამკოს პორტუგალიელი აპლოდისმენტებით და ოვაციებით.

დიდი მოლოდინი

გულშემატკივრები დიდი ხანი ელოდნენ კრისტიანოს დაბრუნებას მოედანზე. რონალდომ მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვა ("ვალიადოლიდთან", "მილანთან" ორივე მატჩი, "ხეტაფესთან", "ალკორკონთან" ორივე მატჩი, "ციურიხთან" და "რასინგთან"). მისი არყოფნით გუნდი დაემშვიდობა "სამეფო თასს" და გუნდმაც არადამაჯერებლად დაიწყო თამაში.

რონალდო დიდი ხანი ტრავმირებული იყო, მაგრამ მაინც რჩებოდა გუნდის მთავარ ბომბარდირად. მას ცხრა გოლი აქვს გატანილი. ასევე მიუხედავად გამოტოვებული თამაშებისა, ის არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ოთხი გატანილი გოლით ორ მატჩში. ბოლო შეხვედრაში კი "ციურიხთან" ბოლო 25 წუთი ითამაშა.

"ბერნაბეუ" ისევ ახმაურდება

ტრავმის მორჩენის შემდეგ კრისტიანო ისევ ემზადება იყოს საუკეთესო და ისევ გაამხიარულოს "ბერნაბეუს" ტრიბუნები. ტრავმის შემდეგ გავიდა 66 დღე და მადრიდელი პუბლიკა ისევ ახმაურდება და ოვაციებით შეხვდება კრისტიანო რონალდოს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 5 დეკემბერი 2009
  • 3 065
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)