არბელოა: „ნაადრევად დავყარეთ ფარ-ხმალი“
ტრავმით გამოწვეული 2 თვიანი პაუზის შემდეგ, არბელოა მწვანე მინდორზე გამოჩნდა.„ბალაიდოსზე“ გამართულ პაექრობაში, ალვარომ პირველი 57 წუთი გაატარა საქმეში.
„სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული კვირა გამოდგა.ვფიქრობ, ვალენსიელებთან გაგორებულმა ყაიმმა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან იმოქმედა ჩვენზე.სამწუხაროდ, ნაადრევად დავყარეთ ფარ-ხმალი.“
„შემადგენლობამ დიდი ძალები გაიღო მიუნხენში.ვალდებულნი ვიყავით დაგვემარცხებინა „ღამურები,“ მაგრამ ვერ მოვახერხეთ და შანსები შევიმცირეთ.ახლა ისღა დაგვრჩენია, მთელი შემართებით 24 მაისის ფინალზე ვიფიქროთ.“
„შესაბამისად მომზადებულნი შევხვდებით ლისაბონის გადამწყვეტ დაპირისპირებას.“
AS
- 11 მაი 2014
- 2 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.