დელ ბოსკეს თავსატეხი - ძირითადი შემადგენლობა
დელ ბოსკე ძირითად შემადგენლობაზე სერიოზულად დაფიქრდა და როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა სახეცვლილი ესპანეთის ნაკრები ვიხილოთ.
მეკარეები
"ფურია როხას" დამრიგებელმა ნაკრებში სამი უმაღლესი დონის მეკარე გამოიძახა: კასილასი, რეაინა და დე ხეა. ალბათ არავის გაუკვირდება, ძირითად შემადგენლობაში მუნდილაზე იკერს თუ ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ დე ხეა და პეპ რეინა დიდებული მეკარეები არიან, კასილასი მათ შანსს არ უტოვებს.
ხუანფრანი თუ კარვახალი?
მიმდინარე სეზონში ორ მადრიდულ კლუბში "რეალსა" და "ატლეტიკოში" მარჯვენა მცველები ფორმის ზენიტში იმყოფებიან და შესაძლება ითქვას, რომ დელ ბოსკეს ყველაზე მეტად არჩევანის გაკეთება ხუან ფრანსა და კარვახალს შორის გაუჭირდება. "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ძალიან გამოცდილია და შესანიშნავად ასპარეზობს. რაც შეეხება დანი კარვახალს, იგი ახალგაზრდაა, ძალიან სწრაფი და მთელი დაცვის ხაზი მას ენდობა თამაშის დროს. ასევე იგი შეუდარებელია კონტრშეტევებში.
"9"-იანის პრობლემა
ალბათ ძირითადი შემადგენლობაზე ყველაზე დიდი პრეტენზია დიეგო კოშტას უნდა ჰქონდეს, რადგან მიმდინარე სეზონში მან თავის ნიჭი და ბრძოლისუნარიანობა დაამტკიცა. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოიაზრება ასევე ვილია, ტორესი, ნეგრედო და ლიორენტე. თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფორვარდად არაერთხელ გამოუყენებია ფაბრეგასი, სილვა და პედრო.
- 11 მაი 2014
- 3 639
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.