ბენზემა შესაძლოა იტალიაში გადავიდეს
ქარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალში" ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხა. ამასთანავე ადაპტაციის პროცესს რთულად გადის. მისით კი იტალიური გრანდები – "მილანი" და "იუვენტუსი" დაინტერესდა. შესაძლოა "რეალმა" გადაწყვიტოს მისი გაშვება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა.
ფლორენტონო პერესმა "ლიონის" ყოფილ ფორვარდში 35 მლნ. ევრო გადაიხადა. მთელი სამწვრთნელო შტაბი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. 19 დეკემბერს ქარიმი 22 წლის ხდება. მას უჭირს ესპანურ ფეხბურთთან ადაპტირება.
ბენზემა მხოლოდ ლასანა დიარასთან არის უფრო ახლო ურთიერთობაში. იმედია ქარიმი მალე გაივლის ადაპტაციას და გაგვახარებს გატანილი გოლებით.
ინფორმაციის წყარო: Sport.es
- 5 დეკემბერი 2009
- 3 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.