ანჩელოტი: „კრიშტიანუ დაისვენებს“
ვიგოში ჩასატარებელ თამაშამდე (ხვალ; 21:00), კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„„სელტას“ წინააღმდეგ კრიშტიანუ არ ითამაშებს, რამეთუ ბოლომდე მზად არ არის და რა თქმა უნდა, რისკზე არ წავალთ.დიდი ალბათობით, „ესპანიოლთან“ შეხვედრაში დაბრუნდება.ამასთანავე, გამორიცხულია პეპეს, დი მარიას, კარვახალისა და ვარანის ასპარეზობაც.ვეცდებით თამაშის მოგებას იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისათვის გაგვაჩნია.ჯერ ფინალზე არ ვფიქრობთ.“
„რონალდუს გარეშე ბევრი შეხვრად ჩაგვიტარებია.როდესაც მოთამაშე 100 პროცენტით მზად არ არის, უმჯობესია დასვენების საშუალება მისცე.“
„ხედირა და არბელოა მწყობრში არიან, თუმცა ჯერ არვიცით, სასტარტოდან დაიწყებენ თამაშს, თუ მეორე ნახევარში ჩაერთვებიან.გერმანელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მას ძალიან უნდა მოედანზე გამოსვლა და დიდხნიანუ პაუზის შემდეგ ბურთოს გაგორება.“
„მოდრიჩი კომფორტულად გრძნობს თავს.ვფიქრობ, ჩაბისთან ერთად დიდებული წყვილი შექმნა.“
„უკმაყოფილინი ვართ ბოლოდროინდელი შედეგებით და გვინდა, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ ვიგოში.პრიმერაში ხშირად ხდება სიურპრიზები და შესაძლოა, არც ხვალინდელი დღე იყოს გამონაკლისი.“
„„სელტა“ სიმპატიური გუნდია, რომელიც ნათელი იდეებიტა და ლამაზი სტილით თამაშობს ფეხბურთს.ისინი მოწოდების სიმაღლეზე იცავენ თავს და შეუძლიათ ბურთის კონტროლი.ადვილ გასეირნებას ნამდვილად არ ველოდებით.მასპინძლები ბოლომდე იბრძოლებენ და ჩვენც მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართ.“
„ნახევარფინალებმა დიდი ენერგია წაგვართვა.ანალოგიურის თქმა შეიძლება „ატლეტიკოზეც.““
AS
- 10 მაი 2014
- 4 404
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.