ილიარამენდის შეძენით "პორტო" ინტერესდება
გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიური "პორტო" სამეფო კლუბის ახალგაზრდა ნახევამრცველის, ასიერ ილიარამენდის შეძენით არის დაინტერესებული...
პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი, ჟულიენ ლოპეტეგი ფიქრობს, რომ ბასკი ნახევარმცველი მის გუნდს ძალიან გამოადგება და ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ტრანსფერის გასაჩარხად.
ჟულიენი ილიარას უკვე წლებია იცნობს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია, იგი ყველაფერს გააკეთებს "რეალის" ახალწვეულის შესაძენად, რომელმაც მიმდინარე სეზონში ნამდვილად ვერ დატოვა სოლიდური ფეხბურთელის შტაბეჭდილება. კარლო ანჩელოტის ბასკის მიმართ არაერთხელ გამოუცხადებია ნდობა, თუმცა ასიერი განსაკუთრებით დასკვნით შეხვედრებში ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება და სულაც არ არის გასაკვირი თუ პრეზიდენტი პერესი მის გაყიდვას გადაწყვეტს.
როგორც ჩანს ზაფხულში მოლაპარაკება შედგება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1 წლის წინ ფლორენტინომ სოსიედადის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაამდრიდრა, აქედან გამომდინრე პრეზიდენტი ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ სარფიან ფასში გაყიდის, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გამორიცხულია.
- 9 მაი 2014
- 2 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.