ილიარამ მწვრთნელის ნდობა დაკარგა
„ბაიერნთან“ ჩაბის ყვითელის შემდეგ, ანჩელოტიმ დასძინა, რომ ფინალურ დაპირისპირებაში, ბასკის ნომერ პირველ შემცვლელად ილიარა მოიაზრებოდა.
ალბათ, მწვრთნელის აღნიშნული განცხადება, დამატებითი მოტივაციის საგანი უნდა გამხდარიყო ახალაგზრდა მოთამაშესათვის და ამ უკანასკნელსაც უნდა გაემართლებინა ნდობა და მოლოდინები, თუმცა ასიერმა სულ სხვაგვარად განავითარა სცენარი.
Marca-ს აზრით, ანჩელოტი ალტერნარიულ ვარიანtს ეძებს, რამეთu სასტიკად უკმაყოფილია ბოლო მატჩებში ილიარას გარჯით, რომელმაც „ვალენსიას“ წინააღმდეგ, პირველი ნახევარი იმდენად უფერულად ჩაატარა, რომ შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო „ვალიადოლიდთან,“ მეორე ტაიმში შემოვიდა და გაშვებული გოლიც მის სინდისზეა.
ყოველივე ამის შემხედვარე, რთულია, სეზონის ყველაზე საპასუხისნგებლო შეხვედრაში ილიარამენდის დაყენება.თუ ხედირამ ფორმაში ჩადგომა მოასწრო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ალონსოს სწორედ გერმანელი შეცვლის.წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიელი სპეციალისტი კაზემიროსა და ისკოს კანდიდატურებზე იფიქრებს.
MARCA
- 9 მაი 2014
- 5 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.