ანჩელოტი: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არავის შევიძენდი“
„რეალის“ დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში გარკვეულ ღონისძიებას დაესწრო.
„მოთმინებას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამწვრთნელო საქმიანობაში. ასევე, უაზრობაა სისტემების სწრაფი ცვლა.“
„გუნდის შენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ფეხბურთელების შესაძლებლობები და ხასიათი.შეგირდებმა კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი მოედანზე ყოფნის დროს.რა თქმა უნდა, ადვილი არაფერია და საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა, რომ სანუკვარ მიზნამდე მიხვიდე.საფეხბურთო სამყაროში ერთი კონკრეტული წარმატების ფორმულა ან ტაქტიკა არ არსებობს.შესაძლებელია ყველა სისტემას ჰქონდეს ტრიუმფალური დასასრული.მთავარია, ის მაქსიმალურად მორგებული იყოს შემადგენლობაზე.“
„მწვრთნელმა გუნდის შეკვრა და მოთამაშეების ერთი მიზნისაკენ გაერთიანება უნდა მოახერხოს.ყოველთვის წინა პლანზე დგას გუნდურობა და არა ინდივიდუალურობა.“
„ყოველთვის არ შეგიძლია საუკეთესო ფეხბურთელების მოყვანა, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სამეფო კლუბში არავის დავიმატებდი.სრულად მაკმაყოფილებს არსებული რესურსი.“
MARCA
- 9 მაი 2014
- 4 238
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.