ლისაბონი, ლისაბონი და კიდევ ერთხელ ლისაბონი
მთელი მადრიდი ჩემპიონთა ლიგით არის მოცული, რადგან დედაქალაქური კლუბები უძლიერესის ვინაობას სწორედ ლისაბონში გაარკვევენ...
თითოეული მადრიდისტა და თვითონ ხელმძღვანელობაც აღიარებს, რომ მიუნხენის ბაიერნთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კლუბის საქმეები ლა ლიგაში ცუდად წავიდა, რადგან ნახევარფინალში სერიოზული ძალები დაიხარჯა.
ბაიერნის შემდეგ გუნდმა ვალენსიასთან ითამაშა ფრედ, შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად ვალიადოლიდთანაც ყაიმს დასჯერდა, რის გამოც პრიმერა დივიზიონისთვის ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა, რადგან ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ რაღაც 2 ტურია დარჩენილი.
სამეფო კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელებს რეკომენდაციები მისცა, ესპანელი ყოვლისშემძლე მმართველის აზრით მთელმა გუნდმა კონცენტრაცია ლისაბონის ფინალზე უნდა გააკეთოს, რადგან პრიმერაში შანსები ნულს უტოლდება.
ფეხბურთელებმა ძალები უნდა მოიკრიბონ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის თასმა მათ მუზეუმში დაიდოს ბინა, 2002 წლის შემდეგ "ბლანკოსს" შანსი აქვს პირველად მოიგოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი.
"მადრიდელი ინჩასები მორიგ ტიტულს ელოდებიან, ლისაბონი, ლისაბონი და კიდევ ერთხელ ლისაბონი - წინ პორტუგალიისკენ ! "
- 9 მაი 2014
- 2 020
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.