სიამოვნება ყოველ 41 წუთში

უყურო მადრიდის "რეალის" თამაშებს უდიდესი სიამოვნებაა. ამ გუნდში ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გამოდიან, მათი თამაშის ცქერა კი ყველაზე დიდი სიამოვნებაა. მადრიდისტები ყოველ 41 წუთში იტანენ გოლს და ახალისებენ პუბლიკას.

თუკი ამ ინფორმაციას ლოგიკურად ჩავუკვირდებით, მაშინ დღეს სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე "ალმერია" ორბურთიან სხვაობაზე მეტით უნდა დაამარცხოს. ამის მიუხედავად ყველამ ვიცით, რომ ეს მხოლოდ მათემატიკური გამოთველებია და სინამდვილეში რა მოხდება არავინ არ იცის...

ევროპის საუკეთესო ნაწილი


ალბათ მადრიდი მართლაც რომ ევროპის საუკეთესო ნაწილია. აქ ხომ დიდებული ფეხბურთელების ხილვა შეუძლია გულშემატკივარს, დიდებული გუნდის რიგებში... მოდით განვიხილოთ თავდამსხმელების შედეგიანობა:ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი–9, მეორე პოზიციაზე 7 გოლით იგუაინია, შემდგებ რაული–5 ბურთით, ბენზემას კი მხოლოდ 4, ბოლოს კი ერთი გოლით რუდ ვან ნისტელროია. წინახაზელების მონაგარი ურიგო ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც ყოველთვის გულშემატკივარი მაინც მეტს ითხოვს...

ყველა ოფიციალური გოლი, რომელიც თავდამსხმელებმა შეაგდეს, იყო ნახევარმცველების პარტნიორობით, რაც გუნდის ერთსულოვნებაზე მიუთითებს. მოედნის ცენტრალურ ზონაში ალბათ საუკეთესონი ლასი და ხაბი ალონსო არიან, ეს ორი ფეხბურთელი ევროპაში ერთ–ერთ საუკეთესო ტანდემს ქმნის. წინწაწეული შემტევი ფეხბურთელი კი კაკაა, ეს მოთამაშე სამეფო კლუბის გულია, მისგან იწყება ყველა შეტევა, თუ გუნდური თამაში არ გამოსდის "რეალს", სწორედ ის მოქმედებს ინდივიდუალურად, რაც შესანიშნავად გამოსდის.

დაცვის გოლი არ გვინახავს

დაცვის მოთამაშეები შეტევაში ძალიან ცუდად ერთვებიან, თუ არ ჩავთვლით სერხიო რამოსს, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავდამსხმელებს შეტევაში. ერთხელ მოხდა სასწაული და პეპემ გაიტანა თავით "სევილიასთან"... თუ მარსელოს მცველად ჩავთვლით, მაშინ ძალიან შეტევითი მარცხენა ფლაგი გვყოლია, ბრაზილიელი ფაქტიურად სულ წინ იმყოფება და ძალიან ნაყოფიერად მოქმედებს წინა ხაზში. "თეთრების" მცველებს გოლი ყოველ 557 წუთში გააქვთ, რაც ცუდი რეზულტატია...

სამეფო კლუბში თავიდანვე გამოიკვეთა ლიდერი, ეს იყო კრიშტიანო რონალდო, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო და უამრავი გოლი გაჰქონდა... მაგრამ როგორც ყოველთვის, "ბლანკოსს" ბედმა ზურგი აქცია და პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმტვრა... საბედნიეროდ დღეს იგი გამოჯანმრთელდა და წარმატებით ვარჯიშობს, მაგრამ ახლა კაკა დაშავდა... იმედია ყველაფერი კარგად იქნება და რიკიც მალე დაგვიბრუნდება...



ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 5 დეკემბერი 2009
  • 2 499
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)