განგაში „ბლანკოსის“ ლაზარეთში
მერენგების საუბედუროდ, მათი ლაზარეთი საკმაოდ მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა გაავსეს.
კრიშტიანუ რონალდუ: მან კუნთის დაზიანება "ვალიადოლიდთან" მატჩის დროს, პირველივე წუთებზე მიიღო. სავარაუდოდ მისი აღდგენითი პროცესი მალევე დასრულდება, რადგან დღეს სამწვრთნელო ბაზაზე განცალკევებით ვარჯიშობდა.
კეპლერ პეპე: პეპემ დაზიანება "ვალიადოლიდთან" მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, ხოლო ტესტებს ხვალ ჩაიტარებს. ასე რომ ხვალამდე ნაადრევი დასკვნების გამოტანას ვერ შევძლებთ.
რაფაელ ვარანე: როგორც ჩანს, ფრანგ მცველს მუხლი ბოლომდე ჯერ არ მოშუშებია და კვლავ თავს ახსენებს. სავარაუდოდ ვარანე მალევე ჩადგება მწყობრში, მაგრამ რამდენად სტაბილური იქნება გუნდისთვის, ამაზე ლაპარკი ძნელია.
ანხელ დი მარია: რონალდუს და პეპეს მსგავსად, დი მარიამაც დაზიანება "ვალიადოლიდთან" მატჩში მიიღო. იგი ბარძაყს იტკიებდა, მაგრამ საბედნიეროდ სერიოზული არაფერია და იგი ლისაბონში გასამართ ფინალს უპრებლემოდ შეხვდება.
დანიელ კარვახალი: კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც კუნთის პრობლემა აწუხებს. ამის გამო მან გუშინდელი თამაშიც გამოტოვა, მაგრამ გავრცელებული ცნობით მისი დაზიანება სერიოზული არაა.
გარეთ ბეილი: უელსელი ფეხბურთელისგან ტრავმა არცისე გასაკვირია, რადგან სეზონის მანძილზე, მას არაერთხელ მოუწია თამაშების გამოტოვება. მედიკოსების ცნობით, ბეილი მალე მწყობრში ჩადგება და სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.
სამი ხედირა და ალვარო არბელოა: ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე მოირჩინეს სერიოზული ტრავმები და მზად არიან გუნდს დაეხმარონ. მათი მოედანზე გამოჩენა, მხოლოდ დროის საკითხია.
- 8 მაი 2014
- 11 248
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.