მადრიდელებმა გაანალიზეს კენჭისყრა

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, იკერ კასილასმა, ქარიმ ბენზემამ, კრისტოფ მეტცელდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კაკამ და ვან დერ ვაარტკმა, მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სანტიაგო ბერნაბეუს პრეს-დარბაზში გაანალიზეს ჩატარებული წილისყრა.

იკერ კასილასი

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- ვგონებ, სხვა გუნდებთან შედარებით ადვილ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ოპონენტებისადმი უპატივეცუმოლის გამოხატვა.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საწადელ მიზანს მივაღწიოთ.

- რა აზრის ხართ უშუალოდ თქვენს ჯგუფზე?
- ვფიქრობ, ჩილე შეგვიქმნის დიდ პრობლემებს.ამ გუნდის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ ვითამაშე და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.ისინი კარგად იცავენ თავს.მათი რიგებიდან შემიძლია ბრავოს გამოყოფა, რამეთუ ის პრიმერაში გამოდიოდა და კარგად ვიცნობ.რაც შეეხება ჰონდურასსა და შვეიცარიას, ამ ნაკრებების შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს.

- ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა ბრაზილიას ან პორტუგალიას გადაეყაროთ?
- მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის დროს, შეუძლებელია თავი აარიდო ასეთ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას."ფურია როხა" გაიღებს ყველაფერს, რათა ფინალამდე მივიდეს.

- შენი თანაგუნდელები თამაშობენ იმ ეროვნულ გუნდებში, რომელთაც უკვე იციან გემო აღნიშნული ტიტულისა...
- არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი - ეს ის გუნდებია, რომლებმაც მოიპოვეს მსოფლიოს პირველობის ტიტული.სიმართლე გითხრათ, "მშურს" კაკასი, რომელმაც უკვე მოიპოვა ეს თასი.არ შეიძლება კრისტოფის დავიწყებაც, ის ხომ ძალიან ახლოს იყო 2002 წელს ამის გასაკეთებლად.

- ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე?
- ვიმედოვნებ, მთელი ესპანეთის ნაკრები.

- კონფედერაციის თასზე აშშ-სთან განცდილი მარცხი დაგავიწყდათ?
- მაშინ ძალიან გაუმართლათ ამერიკელებს.

კრიშტიანუ რონალდუ

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელების წინააღმდეგ მომიწევს თამაში.პორტუგალია საკმაოდ მოტივირებული გაემგზავრება აფრიკაში.

[b]- რა აზრის ხართ უშუალოდ თქვენს ჯგუფზე?[/b]
- ბრაზილიაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა არც კოტ დიუარია ხელწამოსაკრავი გუნდი.

- ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა პორტუგალიისა და ესპანეთის გზები გადაიკვეთოს...
- მოხარული ვიქნები, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფში გასამართ შეხვედრებზე ვფიქრობ.

- ვინ გახდება სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოიგებს თვით მუნდიალს.

გონსალო იგუაინი

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- რთული ჯგუფია.ნიგერია კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.იგივე შეიძლება ითქვას ბერძნებზეც, რომლებიც ესპანელებამდე ევროპის საუკეთესო გუნდი გახლდათ.ვფიქრობ, კორეასაც შეუძლია სიუპრიზების შეთავაზება.

- რა მიზანს ისახავს არენტინის ნაკრები ჩემპიონატის წინ?
- ჩვენი მთავრი ამოცანი არის, სახლში ტიტულით დაბრუნება.

- ესპანეთის წინააღმდეგ რომ მოგიწიოთ თამაში, როგორ გაუტანთ გოლს კასილასს?
- ვიმედოვნებ, რომ ესპანელებთან არ მოგვიწებს ჯახი, თუმცა თუ ეს მოხდა, ჩვენ ყველაფერს გავიღებთ გასამარჯვებლად.იკერისათვის ძალიან ადვილია გოლის გატანა (იცინის).

- ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი?
- ამაზე საუბარი შეუძლებლად მიმაჩნია.

კაკა

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- ვფიქრობ, ჩვენ სიკვდილის ჯგუფში ვართ, თუმცა ერთი მხრივ კარგია, როდესაც ჩემპიონატის სტარტზე მოგიწევს დიდი ბრძოლების გაჩარება.

- რა მიზანს ისახავს ბრაზილიის ეროვნული გუნდი სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების წინ?
- ჩვენი მიზანია, გადავფაროთ 2006 წლის მუნდიალზე ცუდი გამოსვლა.

- ბრაზილია რომ არ თამაშობდეს, ვინ მოიგებს მუნდიალს?
- მსოფლიოს პირველობაზე არა ერთი დიდი ტრადიციების გუნდი გამოდის.ამიტომაც, რთულია რომელიმეს გამორჩევა.

- მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ ვის დაასახელებნ?
- იმედია, ეს იქნება ბრაზილიის ნაკრებიდან.

რაფაელ ვან დერ ვაარტი

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- ჰოლანდიის ნაკრები ჯგუფში ფავორიტია.ვგონებ, იაპონელების დამარცხებას შევძლებთ.მათ აქვთ კარგი შანსი, მეორე ადგილისათვის ბრძოლისა.

- ვინ გახდება საუკეთესო მოთამაშე?
- კაკა.

ქარიმ ბენზემა

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- კარგ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ადვილი თამაშები არ არსებობს მსოფლიოს პირველობაზე.შემდეგ ეტაპზე შესაძლოა არგენტინას დავუპირისპირდეთ.რასაკვირველია, რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ ყვალაფერს გავიღებთ.

- როგორ დაახასიათებ შენს გუნდს?
- მიუხედავად იმისა, რომ რთული საკვალიფიკაციო ეტაპი გვქონდა, ჩვენ ბოლომდე შევეცდებით მომავალი მუნდიალის მოგებას.

- ვინ გახდება საუკეთესო მოთამაშე?
- მსოფლიოზე ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს.ვგონებ, რონალდუს, კაკას ან რიბერის ერგება ეგ წოდება.

კრისტოფ მეტცელდერი

- რას იტყვი კენჭისყრის შედეგებზე?
- ნორმალური ჯგუფი შეგვხვდა.კარგად ვიცნობთ ავსტრალიასა და სერბეთს.პატივი უნდა ვცეთ განის ნაკრებსაც.ისინი საუკეთესონი არიან აფრიკაში.

- რა მიზანს ისახავს გერმანიის ეროვნული გუნი?
- ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს წასვლა.

- გერმანია რომ არ თამაშობდეს, ვინ მოიგებს ტიტულს?
- ბრაზილია.ისინი ყოველთვის ფავორიტები არიან.

- და ბოლოს ვინ გახდება საუკეთესო მოთამაშე?
- იმედია, ამ ჯილდოს რომელიემ მადრიდელი მიიღებს.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (248)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)