ზიზუმ ჭორებს წერტილი დაუსვა
მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანის საფრანგეთის რომელიმე კლუბის მწვრთნელობასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი გავრცელდა, თუმცა ლეგენდამ ყველაფერს წერტილი დაუსვა...
"ძალიან ბევრი საუბარი მიდის, აქედან გამომდინარე იძულებული ვარ ინტერვიუ ჩავწერო და ყველაფერს წერტილი დავუსვა."
"საამაყოა, რომ მონაკოსა და ბორდოს მიკავშირებენ, ეს მხოლოდ ბედნიერებას მგვრის, მაგრამ ნამდვილად არსად წასვლას არ ვაპირებ, მადრიდის რეალთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, მე ესპანურ გიგანტთან არაერთი მოგონება მაქვს, აქ ძალიან ბედნიერი ვარ."
"კარლო ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია, პირველივე სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ამით ყველაფერია ნათქვამი."
"მინდა, რომ სახელოვანი მწვრთნელი ვიყო და კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. როგორც ფეხბურთელმა, ბევრი რამ მოვიგე, ახლა კი სპეციალისტობის დროა."
- 8 მაი 2014
- 12 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.