რონალდუ „ოქროს ფეხისათვის“ იბრძოლებს
სამეფო კლუბის პორტუგალიელი თავდამსხმელი, 2014 წლის „ოქროს ფეხის“ დაჯილდოვებაზეა წარდგენილი.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემა 28 წელს გადაცილებულ მოთამაშეს, რომელიც წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინდივიდუალური და გუნდური მიღწევებით გამოირჩა.
კრიშტიანუს პარალელურად, „ოქროსათვის“ შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ: ანრი , ინიესტა , ნოიერი, პირლო, რიბერი, რუნი, იაია ტურე, ტიაგო სილვა და ბრაზილიელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი მარტა.
ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებულის გამოვლენა, „ოქროს ფეხის“ ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ხდება, სადაც ნებისმიერ ქომაგს, 24 აგვისტომდე შეუძლია ხმა მისცეს თავის რჩეულს, ხოლო დაჯილდოვების ცერემონია, 14 ოქტომბერს, მონაკოში შედგება.
სხვადასხვა წლებში, „ოქროს ფეხის“ გამარჯვებულები გახდნენ: ბაჯო (2003), ნედვედი (2004), შევჩენკო(2005), რონალდო (2006), დელ პიერო (2007), რობერტო კარლოსი (2008), რონალდინიო (2009), ტოტი (2010), გიგსი (2011), იბრაჰიმოვიჩი (2012) და დროგბა (2013).
ხმის მიცემა შეგიძლიათ: GoldenFoot
Realmadrid.Com
- 8 მაი 2014
- 12 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.