პეპემ და დი მარიამ დაზიანებები მიიღეს
ჩემპიონობის შანსების გაქარწყლებასთან ერთად, „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელს შეექმნა პრობლემები „ვალიადოლიდთან“ მატჩში.
შეხვედრის დებიუტში, დისკომფორტის გამო, კრიშტიანუ რონალდუმ ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება და მის ნაცვლად ალვარო მორატა ჩაერთო საქმეში.
სხვადასხვა დაზიანებებით დაასრულეს თამაში პეპემ და დი მარიამ. პორტუგალიელმა კუნთი აიტკია, ხოლო არგენტინელმა ბარძაყი. ანჩელოტის განცხადებით, ერთი შეხდევით საგანგაშო არაფერია, თუმცა დეტალებს სამედიცინო შემოწმებები გამოარკვევს.
- 8 მაი 2014
- 6 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.