ვენგერი: "აზარს შეუძლია რონალდოს დონეს მიაღწიოს"
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა " Bein Sports " - თან საუბრის დროს განაცხადა, რომ რონალდოს და მესის შემდეგ საუკეთესო არა ნეომარი ან ბეილია, არამედ ედენ აზარი.
"მართალია, მე ვცდილობდი აზარის შეძენას. მისი აგენტი ჩემთან სახლში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი "ჩელსის" მაისურს მოირგებდა."
"რა თქმა უნდა, დღეს დღეისობით მსოფლიო ფეხბურთს ორი უდიდესი ვარსკვლავი ჰყავს მესისა და რონალდოს სახით. ისინი რამდენიმე საფეხურით მაღლა დგანან სხვა ფეხბურთელებისგან. ძალიან ბევრის აზრით, მათ შემდეგ საუკეთესო მოთამაშედ მოიაზება ბეილი და ნეიმარი."
"ვფიქრობ, პორტუგალიელი და არგენტინელი ვარსკვლავის შემდეგ, საუკეთესო სწორედ აზარია. მას აქვს ყველაფერი, რის ხარჯზეც იგი შეძლებს რონალდოს დონისა და კლასის მიღწევას თუმცა ამას დიდი შრომა დასჭირდება."
- 7 მაი 2014
- 3 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.