ხედირა „ჩელსისთან“ ახლოსაა, „ინტერს“ ბენზემაც მოუნდა
ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, გამოცემების ფურცლებზე სულ უფრო ხშირდება სატრანფერო სიახლეები.
მოურინიოს „ჩელსი“ ახლოს არის ხედირას გადაბირებასთან - წერს ბრიტანული Dailystar-ი.ლონდონელებმა უკვე 43 მლნ. ევრო გადადეს გერმანელისათვის და მუნდიალის დასრულებისთანავე მიმართავენ ოფიციალურ მადრიდს.
როგორც ინგლისში ამბობენ, „განსაკუთრებული“ უკმაყოფილია ზამთარში შეძენილი ნემანია მატიჩის გარჯით და მსოფლიო დონის ნახევარდაცვის შესაქმნელად, სწორედ ბუნდეს ნაკრების წევრი სჭირდება, რომელმაც ახლახან მოირჩინა მძიმე ტრავმა.
ახალი ინფორმაციები მოდის იტალიიდანაც, სადაც „ტუტოსპორტის“ ცნობით, „ინტერის“ ინდონეზიელ მესვეურს მადა გაეხსნა და „რეალთან“ კარგი ურთიერთობის პირობებში, ნაყოფიერი სატრანფერო პოლიტიკის გატარებას გეგმავს.მორატასა და კაზემიროს პარალელურად, ტოჰირს ბენზემას ხილვაც სურს მილანურ გრანდში და ამისათვის 30 მლნ. ევროს გადახდასაც არ მოერიდება.
- 7 მაი 2014
- 4 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.