მნიშვნელოვანი გასვლა ვალიადოლიდში
იმისათვის, რომ მადრიდელებმა ბოლო ტურამდე გააგრძელონ პრიმერას ტიტულისათვის ბრძოლა, აუცილებელია ვალიადოლიდიდან 3 ქულის წამოღება.
თავის მხრივ, არაფრის დათმობას აპირებენ მასპინძლები, რომლებიც სატურნირო ცხრილში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვიან და თითოეულ ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მათთვის.
ჯერჯერობით, არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მანამდე გაგაცნობთ გუნდებს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას „ხოსე სორილიაზე.“
ისტორიის განმავლობაში, მადრიდელებმა 41 ვიზიტი განახორციელეს ვალიადოლიდში, საიდანაც 17 გამარჯვებით დაასრულეს, 11 მარცხითა და 13 ყაიმით.აქედან, ყველაზე გამანადგურებელი მოგება, 0-5 დაფიქსირდა (1995/95), ხოლო წაგება 4-2 (1962).
უკანასკნელად, მასპინძლებმა 2008 წელს დაამარცხეს „რეალი“ საკუთარ კედლებში (1-0), ხოლო „თეთრების“ ბოლო გამარჯვება ვალიადოლიდში, შარშან შედგა (2-3).
AS
- 7 მაი 2014
- 9 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.