მარსელოს პრესკონფერენცია

"ალმერიასთან" მატჩის წინ მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის უახლოეს მატჩებზე.

შაბათს "რეალს" მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. სხვანაირად "ბარსელონა" კიდევ უფრო გაგასწრებთ.

დიახ. ჩვენ შინ ვთამაშობთ. ეს უფრო მოტივირებულს გვხდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბების სტადიაში ვართ, ვლიდერობთ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში და ცოტათი ჩამოვრჩებით "ბარსელონას" ლა ლიგაში.

"კამპ ნოუზე" "ალმერიამ" აჩვენა, რომ არც ისე სუსტი მეტოქეა...

მაშინ "ბარსელონას" ძალიან გაუჭირდა მოგება. მათ წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რომ მეტად სახიფათო მეტოქეა.

რაში მდგომარეობს მათი სიძლიერე?

ისინი კარგად იცავენ თავს და სწრაფ კონტრშეტევებს ანხორციელებენ მობილური ფორვარდების ხარჯზე. ფრთხილად უნდა ვითამაშოთ გოიტომის, პიატისა და უჩეს წინააღმდეგ. ასევე ხიფათი უნდა შევუქმნათ დიეგო ალვეშის კარს.

თქვენ ესაუბრეთ თანამემამულე დიეგო ალვეშს?

არა, ჯერ არ მისაუბრია.

"ალმერიას" მთავარი მწვრთნელი – "რეალის" ლეგენდა უგო სანჩესია. რა უნდა გააკეთოთ, რომ "სამეფო კლუბის" ლეგენდა გახდეთ?

ძალიან მოხარული ვარ ამ კლუბში თამაშით და ბევრს ვიშრომებ, რათა "რეალის" ისტორიაში შევიდე. დრო გვიჩვენებს, შევძლებ თუ არა ამას.

"ბერნაბეუზე" "რეალმა" ყველა თამაში მოიგო ლა ლიგაში.

შინ ძალიან კარგად ვთამაშობთ. ასევე არც ისე ცუდად გამოვიყურებით სტუმრად.

რა უნდა გააკეთოს გუნდმა, რათა მოიგოს რომელიმე ტიტული?

იშრომოს და ერთიანი იყოს. ყველა მატჩი ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ფინალი.

როგორი მიგაჩნიათ გუნდის თამაში "კამპ ნოუზე"?

კარგად ვითამაშეთ. სირცხვილია, რომ ვერ მოვიგეთ ასეთი თამაშით. მიუხედავად ამისა, თავაწეულებმა დავტოვეთ სტადიონი.

"კამპ ნოუზე" მატჩის შემდეგ თამაშის რა კომპონენტებს გამოიყენებთ სამომავლოდ?

სწრაფ თამაშს ბურთთან და ბურთის გარეშე. ჩვენ ისე ვითამაშეთ "ბარსელონას", რომ გაოცებულნი დარჩნენ.

შეიძლება იმის თქმა, რომ ლა ლიგის ბედი თქვენზეა დამოკიდებული?

მართალია, მაგრამ მალევე უნდა დავიბრუნოთ ლიდერობა.

გუნდს საშუალოდ მატჩში სამი გოლი გააქვს, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხეთ...

ყოველი მატჩი განსხვავდება წინა მატჩისგან. ყოველი მოწინააღმდეგე სხვანაირად თამაშობს. ზოგჯერ ხუთი მომენტიდან ერთი გოლი გაგვაქვს, ზოგჯერ კი სამი მომენტიდან
სამივე გაგვაქვს. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ.

რა ძლიერი მხარეები აქვს ამ გუნდს?

ერთიანობა და ტალანტი.

როდის ვიხილავთ საუკეთესო მადრიდის "რეალს"?

ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი. ჩვენ ვიმყოფებით ჩამოყალიბების სტადიაში, მაგრამ იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ყველაფერი. მალე "ბერნაბეუ" იხილავს ჩვენს ნამდვილ ძალას.

და როდის ვიხილავთ საუკეთესო მარსელოს?

ყველა ნელ–ნელა იზრდება. ვარჯიშებზე ბევრს ვშრომობთ და ეს თამაშის დროს გამოჩნდება.

რატომ განსხვავდება პირველი ტაიმის "რეალი" მეორე ტაიმის "რეალისგან"? საქმე დაღლილობას ეხება?

ასეთი ბევრჯერ ყოფილა ამ სეზონში. არ ვიცი ასე რატომ ხდება. შესაძლოა ადრე ვიწყებთ მოდუნებას. ეს ყველაფერი ადრე უნდა მოვაგვაროთ, რადგან ძალიან დიდი რისკის წინაშე ავღმოჩნდებით.

შესანიშნავად გამოიყურებით ნახევარდაცვაში, მაგრამ მაინც აცხადებთ, რომ მცველი ხართ...

მუდამ ასე ვამბობ. არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ კარიერა მცველად დავიწყე და ეს არის ჩემი ადგილი, მაგრამ ნახევარდაცვაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

როგორ დაახასიათებთ პელეგრინის?

უყვარს ჩვენთან საუბარი. ძალიან ჭკვიანია. მას საუკეთესო გეგმები აქვს. შესანიშნავად იცის რა სურს და სურს ჩვენც გადმოგვცეს ეს.

როგორ თვლით, გააოცებთ დუნგას და წახვალთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

არავის გაოცებას არ ვაპირებ. დუნგამ იცის ჩემი სტილი და ვჯდები თუ არა მის სქემაში თვითონ გადაწყვეტს. ძალიან მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა.

კაკა ბრაზილიის ნაკრების ლიდერია. რა უნდა გააკეთოს მან, რომ იგივე როლი ჰქონდეს "რეალში"?

რთულია პირდაპირ გადაერთო სერია ა–დან ლა ლიგაზე. მისგან ყველა ბევრს ელოდება, მაგრამ ცოტა უნდა მოვითმინოთ, რათა ვიხილოთ ნამდვილი კაკა. ახლა ის კარგად თამაშობს, მაგრამ ისე ვერა, როგორც "მილანში".

რას ფიქრობთ "მარსელთან" მატჩზე?

მათთან სტუმრად თამაში ძალიან რთულია, მაგრამ თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, აუცილებლად გავალთ 1/8 ფინალში პირველი ადგილიდან. არ გვაინტერესებს როგორ დასრულდება "მილანისა" და "ციურიხის" შეხვედრა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

შობა არც ისე შორსაა. რაზე იოცნებებდით, ბავშვი რომ ყოფილიყავით?

ველოსიპედზე. დილით რომ გავიღვიძებდი და დამენახა ის. სიხარულით მეცხრე ცაზე ვიქნებოდი.

რაზე ოცნებობთ ახლა?

ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე. შეუდარებელი იქნება მეათე თასის მოგება "ბერნაბეუზე".

თქვენ და სერხიო რამოსი მუსიკას ირჩევთ გასახდელში. გავიგე, რომ უსმენდით სიმღერას ჯგუფ Black Eyed Peas - I Got a Feeling–ს. და საერთოდ რას ნიშნავს თქვენთვის სიმღერა?

ძალიან მიყვარს სიმღერა. სერხიო თავის მუსიკას ირჩევს, მე ჩემსას. მართალი ხართ. სიმღერა I Got a Feeling არის ჩემს სიაში. საერთოდ გასახდელში ასევე უსმენენ არგენტინულ, ბრაზილიურ და ესპანურ სიმღერებს. ყველა სიმღერას ვუსმენთ.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com


  • faqo
  • 5 დეკემბერი 2009
  • 2 392
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)