ჩემპიონთა ლიგის ფინალს ჰოლანდიელი იმსაჯებს
ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალს, 41 წლის ჰოლანდიელი იმსაჯებს.
ბიორნ კიპერსი 2006 წლიდან „ფიფას“ არბიტრია და დღემდე, ევროპის მასშტაბით 68 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.კარიერის განმავლობაში, ორჯერ მოუწია „თეთების“ შეხვედრის მსაჯობა (2011/12 წ.წ. „ცსკ“ 1-1 „რეალი“ & 2012.13 „ბორუსია“ 4-1 „რეალი“), ხოლო ერთხელ „როხიბლანკოსი“ (2009/10 წ.წ. „ჩელსი“ 2-2 „ატლეტიკო“).
აღსანიშნავია, რომ სწორედ კიპერსის სასტვენის თანხლებით წააგო ესპანეთის ნაკრებმა „კონფედერაციის“ თასის ფინალი ბრაზილიასთან (3-0).
AS
- 7 მაი 2014
- 15 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.