მარტინესი : "ვიცით, რომ გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა მოვიგოთ"
ვალიადოლიდის მთავარი მწვრთნელის, ხუან იგნასიო მარტინესის განცხადებით მისი გუნდი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მეტოქე მადრიდის რეალია, თუმცა სასწროზე ლა ლიგაში დარჩენის საკითხი დევს, ამიტომ მის გუნდს სერიოზული მოპყრობა მართებს...
"მხოლოდ რეალთან დაპირისპირებაზე ვარ კონცენტირებული ვარ ვიცი, რომ თუ დავმარცხდებით ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც ნამდვილად არ გვსურს."
"შეუძლებელი უნდა შევძლოთ და კარლო ანჩელოტის გუნდთან 1 ქულა მაინც მოვიპოვოთ, სხვა შემთხვევაში გეგმა გართულდება."
"დამაბრკოლებელი გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ "რეალს" ჩემპიონობის მოპოვება სურს, ამისთვის კი ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდება, ამას ემატება ისიც, რომ კარლოს ჩემზე ბევრად დიდი რესურსი აქვს, აქედან გამომდინარე მართლაც შუეძლებელის გაკეთება მოგვიწევს."
"რეალს ორი დიდი იარაღი აქვს, ეს არის კონტრშეტევა, რომელსაც კლუბი ძალიან სწრაფად ანვითარებს და ძალისმიერი ფეხბურთელები, რომლებიც სტანდარტებს მშვენივრად იყენებენ და ხშირ შემთხვევაში მეტოქის კარის აღებას ახერხებენ."
"3 მატჩი დაგვრჩა, შესაძლო 9-იდან, 7 ქულის მოპოვების შემთხვევაში მომდევნო სეზონს პრიმერა დივიზიონში დავიწყებთ, ამაში დარწმუნებული ვარ."
- 7 მაი 2014
- 5 609
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.