კრიშტიანუს კიდევ ერთი მიღწევა
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა გოლეადორმა, კრიშტიანუ რონალდუმ „ლა ლიგის“ ბოლო 8 შეხვედრაში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.
„ბლანკოსის“ 7-იანსთვის აღნიშნული შედეგი საუკეთესოა. აქამდე პორტუგალიელმა საუკეთესო მაჩვენებელი 2011/12 წლების სეზონში აჩვენა, როცა ზედიზედ 7 მატჩში მოახერხა გოლის გატანა.
მოგეხსენებათ, რონალდუმ „ლა ლიგის“ ბოლო შეხვედრაში „ღამურების“ კარი დალაშქრა და გუნდი წაგებას გადაარჩინა. ეს გოლი პრიმერას წლევანდელ სეზონში „თეთრებისთვის“ მე–100 გამოდგა. რაც შეეხება „ვალენსიამდე“, კრიშტიანუმ „ოსასუნას“, „რაიო ვალეკანოს“, „სევილიას“, „ბარსელონას“, „მალაგას“, „ლევანტესა“ და „ატლეტიკოს“კარი დალაშქრა.
Realmadrid.Com
- 6 მაი 2014
- 9 318
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.