472 დღიანი პაუზა სრულდება

472 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იკერმა უკანასკნელად მიიღო მონაწილეობა ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში.

ეს იყო 2013 წლის 20 იანავრს, როდესაც მადრიდელებმა საშინაო კედლებში 5 უპასუხო გოლი გაუტანეს „ვალენსიას,“ ხოლო რამდენიმე დღეში, უკვე სათასო ასპარეზზე, კასილიასმა ტრავმა მიიღო „მესტალიაზე.“

მართალია, კაპიტანი გასული წლის 30 მარტს მწყობრში დაბრუნდა, თუმცა მოურინიოს ტექნიკური გადაწყვეტილებით, დარჩენილ 15 პაექრობაში, კვლავ ლოპესმა დაიცვა გუნდის ღირსება.რაც შეეხება ანჩელოტის ე.წ. მეკარეების როტაციას, აღნიშნული გამო, კასილიასს 36 შეხვედრაში მოუწია პოზიციების დათმობა და საერთო ჯამში, ბოლო 14 თვის განმავლობაში, 51-ჯერ გამოვიდა „რეალი“ მოედანზე თავისი კაპიტნის გარეშე.

ამ მომენტისათვის, იკერი 675 მატჩს მოითვლის სამეფო კლუბის მაისურით და რომ არა ხსენებული 51 თამაშიანი გარიყვა, ჩატარებული პაექრობების მხრივ, მეორე იქნებოდა კლუბის ისტორიაში (741 რაულს, 710 სანჩისს).

რაც შეეხება მიმდინარე მონაცემებს, „წმინდა იკერმა“ 21 შეხვედრაში დაიცვა კლუბის ღირსება (12 ჩემპიონთა ლიგაზე და 9 თასზე), საიდანაც მხოლოდ 9 გოლი მიიღო საკურ კარში (საშუალოდ, 1 გოლი ყოველ 201 წუთში).სეზონის დასრულებამდე რამდენიემ კვირით ადრე, კასილიასი კიდევ 3 მატჩში მიიღებს მონაწილეობას (2 პრიმერაში (ვალიადოლიდთან და ესპანიოლთან), ხოლო ერთს ლისაბონში)).

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)