ისევ ილიარა?

იტალიელი დამრიგებელი დიდ საგონებელშია ჩავარდნილი.

როგორც იცით, „ალიანც არენაზე“ მიღებული გაფრთხილების გამო, ალონსო ლისაბონის ფინალისათვის გამოირიცხა.ანჩელოტის თქმით, ბასკის ადგილზე თამაშის ყველაზე დიდი შანსი, მის თანამემამულე ილიარას აქვს, რომლშიც იდეაში, მომავალ ჩაბის უნდა ვხედავდოთ, თუმცა სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ იერით ჰგვანან ერთმანეთს და არა ხარისხიანობით ან სხვა კომპონენტით.

დამეთანხმებით, 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და მითუმეტეს ფინალში, მაგრამ ახალგაზრდა ილიარამენდი ამის წინაპირობას ვერ იძლევა, რაც „ღამურებთან“ პაექრობაში კიდევ ერთხელ დადასტურდა.პირდაპირ რომ ვთქვათ, განვლილ შეხვედრაში, ასიერმა საკმაოდ უფერულად იასპარეზა, რამდენჯერმე უზუსტო პასითა და ბურთის დაკარგვითაც გამოირჩია (საკმაოდ უწყინარ პოზიციაში), რის გამოც შესვენებაზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დიდ და საპასუხისმგებლო მატჩებში, ილიარა მეორე ტაიმში აღარ გამოდის მოედანზე.მსგავსი ფაქტი, „ვისენტე კალდერონსა“ და „სიგნალ იდუნა პარკზეც“ დაფიქსირდა.

არადა, სათადარიგოს ფეხბურთელებს შორის, ისკოს შემდეგ ყველაზე მეტი სათამაშო დრო სწორედ „სოსიედადის“ აღზრდილს ეძლევა.

ერთი სიტყვით, ანჩელოტი დილემის წინაშე დგას.შესაძლოა, ძალიან არ უნდა ბასკის გამწესება ფინალურ დაპირისპირებაში, მაგრამ ალტერნატივაც რომ არავინ ჰყავს?

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)