იუვემ საკუთარი პირობები გაასაჯაროვა
მოგეხსენებათ, მადრიდის რეალი უკვე დიდი ხანია ინტერესდება ტურინის იუვეტუსის ნახევარმცველის, პაულ პოგბას გადაბირებით...
იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ტურინული კლუბის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო და ფლორენტინო პერესს მისი გადაბირება შეეძლება.
როგორც Corriere Dello Sport იუწყება იტალიელები მზად არიან საკუთარი ლიდერი სამ მადრიდელ მოთამაშეში გაცვალონ, ესენი არიან: ანხელ დი მარია, ალვარო მორატა და ფაბიო კოენტრაუ.
პაულის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ზინედინ ზიდანი იჩენს, რომელიც თვლის, რომ მასში საკმაოდ დიდი ტალანტი დევს და სამეფო კლუბს მისი სტილის ფეხბურთელი ძალიან ესაჭიროება.
თუმცა ისმის კითხვა : "შეელევა პერესი დი მარიას, რომელიც წელს ბრწყინავს, გაუშვებს პორტუგალიელ მცველს, რომელმაც ბაიერნის შემტევებს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცა, შანსს არ დაუტოვებს ახალგაზრდა კანტერანოს, რომელიც წლების მანძილზე "ბლანკოსის" ღირსებას იცავს? პასუხი ალბათ უფრო "არა" გახლავთ, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 5 მაი 2014
- 9 569
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.