ვარანით ინტერიც დაინტერესდა
მოგეხსენებათ, რაფაელ ვარანის შეძენაზე პრეტენზიას ლონდონის ჩელსის ახლანდელი და სამეფო კლუბის ექს დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს...
ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით რაფაელი დიდებული მცველია და მან მადრიდში ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მაინც არ მოიაზრება, რადგან კონკურენციის გაწევა კეპლერ პეპესა და სერხიო რამოსთან უწევს, რომლებიც სამეფო კლუბის უკანა ხაზის ბურჯები არიან.
ვარანს რომ დიდი მომავალი აქვს არავინ დაობს, კარლო ანჩელოტი კი თვლის, რომ ის იქნება პეპეს იდეალური შემცლელი. მოგეხსენებათ, კეპლერი უკვე ასაკშია და სულ ცოტა ხანში ვეღარ შეძლებს ისეთ მაღალ დონეზე თამაშს და მოწოდების სიმაღლეზე დგომას.
Sky Sport-ის ცნობით ფრანგ მცველს იტალიიდანაც ჰყავს მსურველი და ეს გუნდი მილანის ინტერია, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო აღორძინების პროექტი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს, მათი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი ლუის სუარესიც გახლავთ, რომელიც ფლორენტინო პერესს მიზანში ჰყავს ამოღებული.
ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ჩამოდის, ისინი ღიად აცხადებენ, რომ სამეფო კლუბის თანხმობის შემთხვევაში ვარანი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გახდება "არისტოკრატი".
რაც შეეხება "ნესაძურის", იტალიელთა პირობები ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან მათ არავითარი შეთავაზება არ გაუკეთებიათ, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მათი "ოფერტი" ლონდონურზე ოდნავ უკეთესი მაინც იქნება, ვინაიდან თუ პერესმა ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა ის აუცილებლად საუკეთესო ვარიანტს აირჩევს.
- 5 მაი 2014
- 1 842
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.