არაპროგნოზირებადი ლა ლიგა

განვლილი უქმეები, დაძაბული, საინტერესო და მოულოდნელი გამოდგა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ „ატლეტიკო“ არაფორმალურად ვალენსიაში გაინაღდებდა ჩემპიონობას, თუმცა იმედები არ გამართლდა.სიმეონეს გუნდს ფეხი დაუცდა „ლევანესთან“ და მათი ტრიუმფი ბოლო ტურამდე გადაიდო.

„როხიბლანკომდე“ საკუთარი შეხვედრა გამართა „ბარსელონამაც.“„კულეები“ თითქოს აუღელვებლად იგებდნენ საშინაო კედლებში (2-1), მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ხეტაფემ“ ყაიმს გამოჰკრა ხელი.აღნიშნულის შემდეგ, კატალონიელმა ფეხბურთელებმა გაანცხადეს, რომ მათთვის ჩემპიონატი დასრულებული იყო, თუმცა „მატრასნიკების“ ფიასკომ მიზერული შანსი დაუტოვა მათ.

თავის მხრივ, ყველაზე მეტად „რეალს“ უნდა ესარგებლა თანქალაქელების შეცდომით.გულშემატკივრები ორმაგი მოტივაციით ჩავუჯექით „სანტიაგო ბერნაბეუს“ მატჩს, მაგრამ „ღამურებთან“ ვერაფერს გავხდით (2-2).

მაშასადამე, ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სურათი ოდნავ შეიცვალა.ახლა უკვე, 4 ქულა აშორებს „ატლეტიკოს“ ჩემპიონამდე.ისინი მომდევნ პაექრობებს „მალაგასთან“ და „ბარსასთან“ ჩაატარებენ.ეს უკანასკნელები „ელჩეს“ შეერკინებიან, ხოლო „თეთრები“ „ვალიადოლიდს,“ „სელტასა“ და „ესპანიოლს.“

თუ „როხიბლანკომ“ საშინაო თამაში მოიგო, ანჩელოტის დამოძღვრილებს, მხოლოდ „ნოუ კამპზე“ ადგილობრივების გამარჯვება გაუხსნის გზას ჩემპიონობისაკენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)