ბუტრაგენიო: „კარგი შანსი გავანიავეთ“
ემილიო ბუტრაგენიო ფიქრობს, რომ დარჩენილი მატჩებში არავის ელოდება ადვილი გასეირნებები.
„არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა ალვეშმა მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა.ზოგადად, „ვალენსიელები“ კარგად გამოიყურებოდნენ ბურთის გორაობის დროს.საჭიროა ბრძოლის გაგრძელება, რამეთუ განვლილმა შეხვედრამ ცხადყო, რომ დარჩენილ ტურებში, არავის ელოდება ადვილი გასეირნებები.“
„მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მივხდით, თუ როგორი შანსი გავანიავეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.პროგნოზების გაკეთება ადვილია და ხშირს შემთხვევაში არ ამართლებს.“
„პაექრობა ნაყოფიერად დავიწყეთ, შემდეგ გვქონდა ჩავარდნა და გოლიც მივიღეთ, რასაც რამოსმა უპასუხა.ვფიქრობ, პარეხოს ბურთმა დიდი პრობლემები შეგვიქმნა და საკმაოდ ძალისხმევა დაგვიჭირდა ტაბლოზე ყაიმის დასაფიქსირებლად.“
„ლისაბონის ფინალს ყველანი მოუთმენლად ველოდებით.ფეხბურთელებმა დიდებული თამაშის წყალობით მოიპოვეს გადამწყვეტი შეხვედრის საგზურები, თუმცა 24-მდე ლა ლიგაში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი.“
AS
- 5 მაი 2014
- 6 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.