ანჩელოტი: „რონალდუს გოლმა შანსი შეგვინარჩუნა“
იტალიელი სპეციალისტია უკმაყოფილია „ღამურებთან“ დაფიქსირებული ანგარიშით.
„როგორც აქამდე ვამბობდი, ჩემპიონის ბედი ბოლო ტურამდე არ გაირკვევა.საკმაოდ მძიმე უქმეები გამოდგა ლიდერებისათვის და კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია სატურნირო ცრილში.“
„ვფიქრობ, კონდიციების სათანადოთ აღდგენა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც ვაგეთ პასუხი.ანალოგიურ პრობლემას გადააწყდნენ „ატლეტიკოცა“ და „ჩელსიც.“
„პირველი 15 წუთი ნაყოფიერად გავაგორეთ ბურთი და მომენტებიც შევქმენით, თუმცა შემდეგ გაგვიჭირდა ინტენსიური თამაში.ბუნებრივია, „ვალენსიასაც“ ჰქონდა შუა კვირაში პაექრობა, მაგრამ არა ისეთი ზეწოლის ქვეშ, როგორც ჩვენ.“
„რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი ვართ შედეგით, მაგრამ ამოცანა არ იცვლება.ბოლომდე ვიბრძოლებთ და დარჩენილი მატჩების მოგებისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.“
„ილიარას ისეთივე შანსი აქვს ფინალში თამაშისა, როგორც აქამდე.პირველ ტაიმში ცუდად გამოვიდა.“
„მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა ვიცით, რომ „ნოუ კამპზე“ ფრეც საკმარისი იქნება „როხიბლანკოსთვის.“
„კრიშტიანუს გოლმა შანსები შეგვინარჩუნა.“
„მარსელო ფორმის აღდგენას ცდილობს და ფინალის საგზურისთვის იბრძვის.გადაწყვეტილებას რამდენიმე დღით ადრე მივიღებ.“
AS
- 5 მაი 2014
- 12 966
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.