მადრიდისტები მსოფლიო ჩემპიონატზე
ესპანეთის ეროვნული ნაკრები საკმაოდ იოლ ჯგუფში მოხვდა, ჩილესთან, ჰონდურასთან და შვეიცარიასთან...
ახლა კი შემგოთავაზებთ მადრიდისტების კომენტარებს
იკერ კასილასი–"საკმაოდ კარგ ჯგუფში მოვხდით. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ უკვე გასულები ვართ შემდგომ ეტაპზე, მაგრამ წესით ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ჯგუფური ეტაპის შემდეგ დაიწყება, ეს მსოფლიო ჩემპიონატი გაარკვევს, თუ ვინ არის დღეს საუკეთესო."
"ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ჩილეს ნაკრებისგან ველოდებით. ისინი საკმაოდ ნორმალურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ შედარებით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს შვეიცარიაზე და ჰონდურასზე, მაგრამ დიდ ბარიერს ველით მათგანაც."
"რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს, გერმანია, ინგლისი, არგენტინა, ბრაზილია... ნებისმიერს კარგი შანსი აქვს გახდეს პირველი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მათ ვაჯობებთ და ესპანეთი გახდება საუკეთსოთა შორის საუკეთესო."
რიკარდო კაკა–"ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხდით. ფაქტიურად სიკვდილის ჯგუფში ვართ. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან თავიდანვე ძლიერი ბარიერები უნდა გადავლახოთ დიდი წარმატებები თუ გვინდა."
"ძალიან მინდა ფინალში გავიდეთ და იქ კი ესპანეთს დავუპირისპირდეთ."
კრიშტიანო რონალდო–"შესანიშნავი ჯგუფია. ბრწყინვალე გუნდებით დაკომპლექტებული, რომელთაგანაც ნებისმიერს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. მომიწევს ჩემი მეგობრების წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ."
"ძალიან მტოვირებულნი ვიქნებით, ასეთი ჯგუფიდან გასვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული... ალბათ ყველაზე მეტად ბრაზილიასთან გაგვიჭირდება ჭიდილი, მაგრამ პორტუგალიის ნაკრები საკმაოდ ძლიერია."
ვან დერ ვააარტი–"რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგი ეტაპის საგზურს დავისაკუთრებთ."
მეტსელდერი–"ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ესპანეთის ეროვნულ გუნდს აქვს, მაგრამ მე ჩემი თავის და თანაგუნდელების იმედი მაქვს."
იგუაინი–"უბედნიერესი ადამიანი ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება, რომ მეძლევა. ძალიან მინდა ფინალში გავიდეთ და იქ კი ესპანეთს შევხვდეთ."
კარიმ ბენზემა–"დარწმუნებული ვარ ჯგუფიდან ადვილად გავალთ... შემდგომ ეტქპებზე კი მთავარი მეტოქეები ესპანეთი და ბრაზილია იქნებიან."
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: Kevlisha
- 5 დეკემბერი 2009
- 3 064
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.