რონალდო:"ბარსელონაში მარცხით არ დავრთგუნულვარ"
კრიშტიანო რონალდო აცხადებს, რომ წარსულზე ფიქრს აზრი არა აქვს, მთავარია მომავალ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვოთ...
პორტუგალიელი ვარსკვლავი ელ კლასიკოს ჩემპიონატის გადამწყვეტ ფაზად არ მიიჩნევს. მთავარია მომვალზე და არა წარსულზე ფიქრი. ასევე დაამტა, რომ გუნდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაითრგუნოს...
მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ისეთ დიდებულ კლუბს, როგორიც მადრიდის "რეალია", მარცხის ატანა ღირსეულად უნდა შეეძლოს. არ შეიძლება ცხვირის ჩამოშვება და ერთმანეთის კრიტიკა.
"მე პირადად კატალონიელებთან მარცხმა ვერ დამთრგუნა, რადგან ეს არ არის ჩემპიონატის გადამწყვეტი ფაზა, სეზონი გრძელია, ასე რომ ყველაფერი წინ არის... ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება, მთავარია თამაშით გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო და არ არის უკმაყოფილო ჩვენით. მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, მიუხედავად ამისა არ გაგვიმართლა, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, რადგან ჩვენს სამეფო კლუბი ვართ და ბოლო წუთამდე ვიბრძვით."
"ძალიან კარგი თამაში იყო, გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ... ეს მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია, ლაფსუსები საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ და არა სხვაში. ამან არ უნდა გატეხოს მადრიდელი ფანები, ავწიოთ თავი მაღლა და წინ მომავალი გამარჯვებებისაკენ!!!"
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
ავტორი: Kevlisha
- 4 დეკემბერი 2009
- 2 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.