საუკეთესო სეზონი მადრიდის რეალში და კარიერაში
რთული გასარკევეია რომელი იყო რონალდოს საუკეთესო სეზონი მადრიდის რეალში. ალბათ უმეტესობა იტყვის 2011-2012 როდესაც ყველა ტურნირზე 60 გოლს მოუყარა თავი, სტატისტიკა კი იმაზე მიუთითებს, რომ 2013-2014 წლებში პორტუგალიელმა საუკეთესო შედეგი დადო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კრიშტიანომ ახალი რეკორდი დაამყარა მადრიდის რეალის ისტორიაში, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 44 შეხვედრაში 49 გოლი დაუგროვდა, რაც საშუალოდ თამაშში 1.11 გოლს უდრის. აღნიშნული შედეგი მადრიდის რეალის ისტორიაში არავის ჰქონია და არც თავად პორტუგალიელის კარიერაში ყოფილა მსგავსი პრეცედენტი. გასულ წელს ბლანკოსის შვიდიანი თამაშში ერთ გოლს იტანდა და 55 მატჩში 55 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი. 2011-2012 წლებში კი 1.09 იყო მის მიერ გატანილი გოლების კოეფიციენტი 55 მატჩი - 60 ბურთი. შარშანდელი სეზონის მსგავსი სტატისტიკით გამოიჩინა თავი 2010-11 სეზონში, როდესაც 54 შეხვედრაში 54 გოლი დააგროვა. ერთადერთი სეზონი, რომელშიც მან მატჩში საშუალოდ ერთ გოლზე ნაკლები დააგროვა იყო 2009-2010, როდესაც პირველად მოირგო რეალის ფორმა. მაშინ მან 35 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.
სულ რაღაც ხუთ სეზონში კრიშტიანომ 251 გოლი გაიტანა რეალის მაისურით და მას მხოლოდ სანტილიანა (290 გოლი 17 წელში), დი სტეფანო (318 გოლი 11 წელში) და რაული (323 გოლი 16 წელში) უსწრებენ.
- 4 მაი 2014
- 6 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.