"ბარსელონა" მზადაა რამოსში 50 მილიონი გადაიხადოს
კატალონიელები საუკუნის ტრანსფერისთვის ემზადებიან.
Eurosport_ის ვებ გვერდის თანახმად, „კულეები“ სერხიოს გადაბირებისთვის თანხას ამზადებენ.
როგორც ჩანს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა რამოსში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო კონტრაქტი 2020 წლამდე შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელი მადრიდულ გიგანტს 19 წლის ასაკში შეუერთდა (2005 წელს).ამჟამინდელი ვიცე კაპიტნის გადმოყვანის სურვილი, თავად ფლორენტინო პერესმა გამოთქვა და "სევილიას" 27 მილიონ ევროდ გამოაცალა ხელიდან. ესპანელს "ბლანკოსის" მაისურით 400_ზე მეტი მატჩი დაუგროვდა.ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტიული მცველია თავდასხმაშიც, რაზეც 45 გატანილი გოლი მეტყველებს.
რამოსმა "რეალთან" ერთად მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლა ლიგის 3 თასი(2006/2007, 2007/2007, 2011/2012), 2 ესპანეთის თასი (2010/2011, 2013/2014) და 2 ესპანეთის სუპერთასი(2008, 2012).
ამავე დროს არის მსოფლიოსა (2010) და ევროპის ჩემპიონი (2008, 2012).
- 4 მაი 2014
- 13 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.