"რეალს" არ სურს ანელკას შემთხვევა განმეორდეს

მადრიდში შეწუხებულნი არიან ქარიმ ბენზემას მდგომარეობით. კლუბს აქვს გეგმა, რითაც ბენზემა "რეალში" გაიხსნება. კარგად ჩანს, რომ ქარიმი ვერ შეეგუა მადრიდულ გრანდს. ის ჩაკეტილი და არც ისე კომუნიკაბელური ადამიანია. ფრანგი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ მისი საფეხბურთო მიღწევები იმ აზრს ბადებს, რომ მან ბევრს უნდა მიაღწიოს "ბლანკოსის" შემადგენლობაში.

პირველი, რასაც მადრიდულ კლუბში გეგმავენ არის ის, რომ ბენზემას მიუჩენენ ესპანური ენის მასწავლებელს. გუნდში ქარიმს თანაგუნდელები კარგად ექცევიან და გვერდშიც უდგანან, მაგრამ ფრანგი ხშირად ვერ ხვდება მათ ხუმრობებს და მითითებებს თამაშის დროს. მას მხოლოდ მოკლე წინადადებებით ესაუბრებიან.

მეორე ცვლილება ბენზემას ცხოვრებაში არის ახალი საცხოვრებელი. ის ცხოვრობს რაიონ პოზუელოში, სადაც ასევე მისი თანაგუნდელები რაული, ხაბი ალონსო, გუტი და კრისტიანო რონალდო ცხოვრობენ. ეს ფრანგი ფორვარდისთვის დიდი პლუსია. ასევე ის თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ფრანგ მეგობრებთან ატარებს. ამასთან ერთად თავის აგენტთან ერთადაც ატარებს დროს.

კლუბში არ სურთ, რომ ბენზემა გახდეს "მეორე ანელკა". "ჩელსის" ფორვარდი "ბლანკოსს" შეუერთდა 1999–2000 წლების სეზონის დასაწყისში და სეზონის ბოლოს დატოვა გუნდი. მან ვერ წარმოაჩინა თავი ვერც თამაშით და ვერც თანაგუნდელებთან ურთიერთობით.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი თადარიგში იყო "ბარსელონასთან" მატჩში, ხოლო სახლში დაბრუნების დროს მოხვდა ავარიაში, მისი კარიერა "რეალში" კრიზისისკენ წავიდა.


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 4 დეკემბერი 2009
  • 2 496
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)