მოურინიო ვარანს ითხოვს
გასაგები მიზეზების გამო, პორტუგალიელი დამრიგებელი უკვე შემდეგ სეზონზე ფიქრობს.
როგორც Marca იტყობინება, მოურინიოს „ჩელსის“ დაცვის გაძლიერება აქვს განზრახული და კლუბის ხელმძღვანელობას, სამეფო გუნდის რიგებიდან, ყველაზე პერსპექტიული მცველის გადაბირებს თხოვს.
ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ჟოზემ ვარანს დაადგა თვალი, რამეთუ სწორედ მის ეპოქაში შედგა ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი „რეალში“.მეტიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, „განსაკუთრებულმა“ ძირითადი შემადგენლობაც კი ჩააბარა რაფას და რომ არა ტრავმები, ეს უკანასკნელიც ნდობას ამართლებდა.
ზიდანის რჩეულს 2017 წლამდე აქვს დაკავშირებული მომავალი მადრიდულ გრანდთან.ანჩელოტის ფორმაციის შემადგენლობაში სათადარიგოს წევრად ითვლება და მოურინიოც, სასტარტოს შეთავაზებით ეცდება მის მოხიბვლას, თუმცა ნაკლებად საეჭვოა, რაფაელის გეგმებში ეპანეთიდან წასვლა შედიოდეს.
MARCA
- 3 მაი 2014
- 3 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.