ზედიზედ მეოთხედ, 30 და მეტი გოლი პრიმერაში
„ოქროს ბურთის“ მფლობელი კრიშტიანუ, უკვე 151 გოლს მოითვლის ესპანეთის პირველობაზე.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი, ზედიზედ მეოთხე წელია, 30 ან მეტი გოლის გატანას ახერხებს პრიმერა დივიზიონში.მისი საუკეთესო მაჩვენებელი, 2011/12 წ.წ. სეზონში ფიქსირდება, როდესაც 46-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
რაც შეეხება რონალდუს მიმდინარე სეზონს, მან უკვე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორის წოდება და ახლა „პიჩიჩისა“ და „ოქროს ბუცისათვის“ იბრძვის.შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში, 3 გოლით უწსრებს კოშტასა და მესის (ორივეს 27-27), ხოლო ოქროს მაძიებელთა შორის, ბურთების თანაბარ რაოდენობას მოითვლის სუარესთან ერთად (30-30).
სეზონის დასრულებამდე, ურუგვაელ თავდამსხმელს 2 თამაში დარჩა ჩასატარებელი, ხოლო კრიშტიანუს 4.
AS
- 3 მაი 2014
- 3 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.