„ღამურების“ დეპრესია
პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის ფარგლებში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ვალენსიელები ესტუმრებიან.
როგორც წესი, „მერენგებისა“ და „ღამურების“ ჭიდილი, ყოველთვის საინტერესო, დაძაბულ და სანახაობრივ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, ხვალინდელმა პაექრობამ მოლოდინები ვერ გაამართლოს, რამეთუ პიცის შეგირდები, დეპრესიული განწყობით ჩადიან მადრიდში.
საქმე იმაშია, რომ 2 დღის წინ, „ვალენსიამ“ თამაშის ბოლოს წუთზე დათმო ევროპა ლიგის ფინალის საგზური.პირველი შეხვედრის 2 უპასუხო გოლით წაგების შემდეგ, „მესტალიაზე“ ნამდვილი ბრძოლა გაუჩაღეს „სევილიას“ და რომ არა მბიას თავური გოლი 90-ე წუთზე, 3:0 დაფიქსირდებოდა ტაბლოზე, თუმცა...
მთავარი მწვრთნელის განცხადებით, „ღაბურები“ მაქსიმუმს გააკეთებენ მადრიდში, მაგრამ საკითხავია, შესწევთ კი მათ ამის ძალა?
AS
- 3 მაი 2014
- 2 810
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.