ანხელი - ლა ლიგის მეორე წრის საუკეთესო ასისტენტი
ანხელ დი მარია მადრიდის რეალში საუკეთესო სეზონს ატარებს და ამას არამარტო მისი შედეგები, არამედ თამაშის ხარისხი მოწმობს...
არგენტინელი ფეხბურთელი ლა ლიგის მეორე წრის საუკეთესო ასისტენტი გახლავთ, მისი გადაცემებით სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 9-ჯერ იხეირეს.
ბოლო საგოლე გადაცემა ანხელიტომ ვიცე კაპიტანს, სერხიო რამოსს გაუკეთა, რომელმაც ბრწყინვალე თავური დარტმით პამპლონის ოსასუნას კარი აიღო.
მეორე ადგილს ბარსელონელი ალექსის სანჩესი იკავებს, რომელსაც 6 ასისტი აქვს გაკეთებული.
პამპლონელთა გარდა დი მარიამ "სოსიედადთან", "ვილიარეალთან", "ლევანტესთან", "ხეტაფესთან", "ატლეტიკოსთან", "ვალეკანოსთან" და ამასთანავე ორჯერ კატალონიის "ბარსელონასთან" მოახერხა ზუსტი გადაცემის განხორციელება.
საბოლოო ჯამში არგენტინელის ანგარიშზე 31 დაპირისპირებაში 12 საგოლე პასი გახლავთ, აქედან 14 მატჩში 9 გადაცემა მეორე წრეზე მოდის, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორე წრეში შემტევი გაცილებით პროდუქტიულია.
- 3 მაი 2014
- 3 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.