მადრიდი მილანს გაუტოლდება
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გუნდების შანსები ყოველთვის თანაბარია, თუმცა ის, რომ ყველაზე პრესტიჟული თასი ესპანეთის დედაქალაქში დაიდებს ბინას, წყალი არ გაუვა.
ჯერჯერობით ყველაზე მეტჯერ, ჩემპიონთა ლიგის მოგება, მილანის მცხოვრებლებს უზეიმიათ.„მილანისა“ და „ინტერის“ ფეერიული სეზონების წალობით, მსოფლიო მოდის ქალაქში, 10 თასს (7 „როსონერის“ ანგარიშზეა, ხოლო 3 „ნერაძურის“) აქვს ბინა დადებული.
რაც შეეხება მადრიდს, ცნობილ „სიბელესს,“ პრესტიჟული ტურნირის 9 ტრიუმფი ახსოვს და ცხრავე „რეალის“ მონაწილეობით.„ატლეტიკო“ მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე ასასვლელად, თუმცა 40 წლის უკან შემდგარ ფინალში, „ბაიერნმა“ დაჩაგრა „როხიბლანკო.“
მაშასადამე, 24 მაისის შემდეგ, მილანი და მადრიდი გაიყოფენ ყველაზე ტიტულოვანი ქალაქების წოდებას.
- 2 მაი 2014
- 18 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.