ლისაბონში გამდიდრების დროა
24 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქი მსოფლიოს ეპიცენტრში მოექცევა.
რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრება, მონაწილე გუნდების ფანების ოცნებაა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლისაბონში მოხვდნენ, თუმცა ამისათვის, მხოლოდ სრუვილი და მონდომება არ კმარა.
გუშინ გაუწყეთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 1600 ევროდან იწყება, თუმცა იმისათვის, რომ ქართველმა მადრიდისტამ შეძლოს პორტუგალიაში გამგზავრება, მინიმუმ 000 ევრო დასჭირდება, ხოლო ესპანელებს ცოტათი ნაკლები, რამეთუ მადრიდიდან ლისაბონამდე მხოლოდ 600 კმ-ია და ავროტბუსითაც შეიძლება წასვლა.
„მარკას“ ინფორმაციით, დედაქალაქის სასტუმრობეში, დილის მონაცემებით მხოლოდ 13 თავისუფალი ნომერი იყო დარჩენილი (2-3 ვარსკალვიან „ჰოტელებში“ ოთახის ფასი 2500 ევროდან იწყება).შესაბამიად, ჩასულ სტუმრებს, ლისაბონთან მიმდებარე ქალაქებში მოუწევთ ბინის დადება.
რაც შეეხება ფრენას, თბილისიდან პორტუგალიაში ჩასვლა-ჩამოსვლა, მინ. 1300 ევრო დაგიჯდებთ.
ერთი სიტყვით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალის ტრიბუნიდან ყურება, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
- 2 მაი 2014
- 11 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.